ძირითადი საშუალებები
Moodle წარმოადგენს საკმაოდ აქტიურ და სწრაფად განვითარებად პროექტს. ამ გვერდზე
თქვენ იპოვით სისტემის ძირითადი შესაძლებლობის ჩამონათვალს:
საერთო თვისებები
- დაფუძნებულია და ხელს უწყობს სოციალურ კონსტრუქტივიზმის პედაგოგიკას (თანამშრომლობა,
საქმიანობები/ღონისძიებები, კრიტიკული აზროვნება, და.ა.შ.);
- გამოსადეგია, როგორც 100%-ით დისტანციური სწავლების კურსებისთვის, ასევე
დასწრებული, პირისპირი სწავლებისთვისაც;
- უბრალო, მსუბუქი, ეფექტური, თანამედროვე ვებ-ინტერფეისი;
- იოლად ერგება ნებისმიერ პლატფორმას რომელზეც მუშაობს PHP. მისი მუშაობისათვის
აუცილებელია მხოლოდ ერთი მონაცემთა ბაზა (შესაძლებელია მონაცემთა ბაზის სხვა
პროგრამასთან ერთად გამოყენება);
- მონაცემთა ბაზის სრული აბსტრაქცია შესაძლებელს ხდის თითქმის ყველა თანამედროვე
მონაცემთა ბაზის სისტემების გამოყენებას (გამონაკლისს წარმოადგენს ბაზაში ცხრილების
თავდაპირველი ინიციალიზაცია);
- კურსების ჩამონათვალი აჩვენებს სერვერზე არსებული ყველა კურსის აღწერას,
და სტუმართა წვდომის უფლებებს;
- შესაძლებელია კურსების კატეგორიზება და მათში ძებნის ჩატარება. Moodle-ის
ერთი საიტი შესაძლებლობას იძლევა მასზე განვათავსოთ ათასობით კურსი (რეალური
კურსების რაოდენობა შეზღუდულია სერვერის აპარატურული შესაძლებლობებით)
- აქცენტი გაკეთებულია სისტემის უსაფრთხოებაზე. ფორმის ყველა ველი ისინჯება,
მოსნაცემები მოწმდება, კლიენტის ყველა ქუქი-ჩანაწერი დაშიფრულია, და ა.შ.
- ტექსტის შეტანის ველების უმრავლესობის ცვლილებისას (რესურსები, ფორუმის
გზავნილები, და ა.შ.) გამოიყენება ჩაშენებული WYSIWYG HTML რედაქტორი
საიტის მართვა
- საიტის მართვა ხდება ადმინისტრატორის ანგარიშის მიერ, რომელიც იქმნება ინსტალაციის
დროს.
- დანამატი ”თემები” საიტის სახის (ფერების, ფონტების, გვერდის განაწილების,
...) შეცვლის საშუალებას იძლევა
- სხვადასხვა საქმიანობის მოდულები, შეიძლება დამატებულ იქნას მუშა სიტზე;
- ენების პაკეტები საშუალებას იძლევა მოხდეს სისტემის სრული ლოკალიზაცია/თარგმნა
ნებისმიერ ენაზე. მიმდინარე ეტაპზე სისტემა ნათარგმნია 43 ენაზე.
- სისტემა წარმოადგენს სუფთად დაწერილ PHP პროგრამას, რომელიც ლიცენზირებულია
GPL ლიცენზიით. შესაძლებელია მისი მარტივი და თავისუფალი ცვლილება კონკრეტული
მოთხოვნების მიხედვით.
მომხმარებელთა მართვა
- მიზანი მდგომარეობს შემდეგში - შემცირდეს ადმინისტრატორის ჩარევა, მაშინ
როცა უნზრუნველყოფილია მაღალი უსაფრთხოება;
- უბრალო ინტეგრაცია არსებული აუტენტიფიკაციის სისტემებთან;
- სტანდარტული ელ-ფოსტის მეთოდი: სტუდენტს შეუძლია შექმნას საკუთარი ანგარიში.
ელ-ფოსტის მისამართი მოწმდება დადასტურების შედეგად;
- LDAP-მეთოდი: ანგარიში მოწმდება LDAP სერვერზე. ადმინისტრატორს შეუძლია
მიუთითოს, თუ რომელი ველი უნდა იქნას გამოყენებული;
- IMAP, POP3, NNTP: ანგარიში მოწმდება საფოსტო ან სიახლეთა სერვერზე. გამოყენებულია
SSL, საზოგადო სერტიფიკატები და TLS;
- მონაცემების გარე ბაზა: ნებისმიერი მონაცემის ბაზა, რომელიც შეიცავს მინიმუმ
ორ ველს, შეიძლება გამოყენებულ იქნას აუტენტიფიკაციისთვის;
- მთელი სერვერისთვის, მომხმარებელს სჭირდება მხოლოდ ერთი ანგარიში. ყველა
ნაგარიშს შეიძლება ჰქონდეს წვდომის სხვადასხვა უფლებები.
- ადმინისტრატორი აკონტროლებს კურსების შექმნას და ქმნის მასწავლებლებს, შესაბამისი
ანგარიშებისთვის საჭირო უფლებების მინიჭებით;
- კურსის შემქმნელ ანგარიშის მფლობელს შეუძლია მხოლოდ კურსების შექმნა და
მათში სწავლების პროცესის წარმართვა.
- მასწავლებლებს შეიძლება ჩამორთმეული ჰქონდეთ კურსის რედაქტირების და ცლილების
უფლებები (მაგალითად დროებითი ტუტორებისთვის);
- უსაფრთხოება - იმისთვის, რომ აღკვეთოს უცხო პირების კურსზე მოხვედრა მასწავლებელს
საკუთარ კურსებზე შეუძლია განსაზღვროს კურსზე გაწევრიანებისთვის საჭირო "კოდური
სიტყვა". მისი გადაცემა შესაძლებელია სტუდენტებთან პირად საუბარში, ელ-ფოსტის
დახმარებით და ა. შ.
- საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელს შეუძლია სტუდენტის კურსზე ხელით ჩარიცხვა
ან ამორიცხვა;
- სტუდენტებისთვის რეკომენდირებულია მათი პროფილის შეცვლა, საკუთარი ინფორმაციის
დამატება, ფოტოს ჩადება და ა.შ. საჭიროების შემთხვევაში ელ-ფოსტის მისამართი
შეიძლება იყოს დაფარული.
- ყოველ მომხმარებელს შეუძლია მიუთითოს საკუთარი ლოკალური დრო, აქედან გამომდინარე
სისტემის ყველა თარიღი გადაყვანილ იქნება მის ადგილობრივ დროზე (ფორუმის შეტყობინებების
დრო, დავალებების შესრულების ვადები და ა.შ.;
- ყოველ მომხმარებელშ შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი ინტერფეისის ენა.
კურსების მართვა
- კურსის წამყვან მასწავლებელს გააჩნია სრული წვდომა კურსის ყველა პარამეტრზე,
სხვა მასწავლებლების უფლებების შეზღუდვის ჩათვლით;
- არსებობს კურსების სხვადასხვა ფორმატის არჩევანი: კვირეული, თემატური, და
დისკუსიებზე ორიენტირებული სოციალური;
- კურსებში შესაძლებელია მთელი რიგი სხვადასხვა საქმიანობების წარმართვა.
ესენია ფორუმები, ტესტები, რესურსები, გამოკითხვები და გამოკვლევები, დავალებები,
სემინარები და ჩატი;
- ცვლილებები, რომლებიც მოხდა სისტემაში მომხმარებლის უკანასკნელი შესვლის
შემდეგ, აისახებიან კურსის პირველ გვერდზე;
- შესაძლებელია თითქმის ყველა აკრეფილი ტექსტის (რესურსები, შეტყობინებები
ფორუმზე, რვეულში ჩანაწერები...) რედაქტირება, ჩაშენებულ WYSIWYG HTML რედაქტორში;
- ფორუმებიდან, ტესტებიდან და დავალებებიდან მიღებული ყველა შეფასება შეიძლება
ვნახოთ ერთ გვერდზე (ან გადმოწერილ იქნას ფაილის სახით);
- უზრუნველყოფილია მომხმარებელთა თვალყურის დევნების და სრული ლოგის ფუქცია.
სტუდენტების სისტემაში შესვლისა და მუშაობის ინფორმაცია ხელმისაწვდომია გრაფიკების
და დეტალური ჩანაწერების სახით სისტემის თითოეულ მოდულზე და რესურსზე (უკანასკნელი
მიმართვა, წაკითხვების რაოდენობა) ისევე როგორც თითოეული სტუდენტის მონაწილეობის
”ისტორია” და მათი ფორუმის კომენტარებით;
- ელ-ფოსტასთან ინტეგრაცია - შესაძლებელია ფორუმის გზავნილების, მასწავლებელთა
კომენტარების და ა. შ. ასლების მონაწილეთა ელ-ფოსტაზე ავტომატურად გაგზავნა;
- ინდივიდუალური შკალები - დავალებების და ფორუმის გზავნილების შეფასებისთვის,
მასწავლებლებს შეუძლიათ მათი საკუთარი შეფასების შკალების შექმნა და გამოყენება;
- სარეზერვო ასლების შექმნის ფუნქციის გამოყენებით, შესაძლებელია მთელი კურსის
პაკეტის შექმნა ერთი zip ფაილის სახით. მისი აღდგენა შესაძლებელია Moodle-ის
ნებისმიერ სერვერზე
მოდული დავალება
- დავალებებისათვის შეიძლება განისაზღვროს ჩაბარების ვადები და მაქსიმალური
შეფასება;
- სტუდენტებს შეუძლიათ ატვირთონ მათი დავალება სერვერზე (ფაილის ნებისმიერ
ფორმატში) - ატვირთვის თარიღი ფიქსირდება;
- დაგვიანებული დავალებები დაშვებულია, მაგრამ მასწავლებელი კარგად ხედავს
დაგვიანების ვადებს;
- დავალება შეიძლება მიეცეს მთელ კლასს ერთ გვერდზე და ფორმაში;
- მასწავლებლის გამოხმაურება ემატება დავალების გვერდს ყველა სტუდენტისთვის
და შეიძლება გაგზავნილ იქნას ელ-ფოსტით;
- მასწავლებელს შეუძლია დაუშვას დავალების ხელმეორედ მიწოდება (მაგალითად
გადაბარების შემთხვევაში)
ჩატის მოდული
- იძლევა ტექსტთან მოხერხებული და სინქრონული ურთიერთობის საშუალებას
- პროფილში განსაზღვრული სურათები გამოყენებულია ჩატის ფანჯარაში
- მხარდაჭერილია URL, ღიმილი, ჩადგმული HTML, სურათები, და ა.შ.
- ხდება ყველა სესიის სრული ლოგირება. მოგვიანებით მასწავლებელმა ისინი შეიძლება
მისაწვდომი გახადოს სტუდენტებისთვის.
მოდული გამოკითხვა
- შეიძლება გამოყენებულ იქნას იმისათვის, რომ სტუდენტებმა უპასუხონ რაიმე
კითხვას, ან მიიღონ კომენტარები ყველა სტუდენტისაგან;
- მასწავლებლი შედეგებს ხედავს მოსწავლე/არჩევანი ინტუიტიური ცხრილის სახით;
- სტუდენტები შეიძლება დაშვებულ იქნენ გამოკითხვის შედეგების მუდმივად განახლებადი
გრაფიკის გვერდზე.
მოდული ფორუმი
- არსებობს განსხვავებული ტიპის ფორუმები როგორიცაა ”მხოლოდ მასწავლებლისათვის“,
”კურსის სიახლეთა“, ”ყველასთვის“ და ”ერთი გზავნილი მომხმარებელზე”);
- ყველა შეტყობინებაზე ემატება ავტორის მიერ პროფილში განსაზღვრული ფოტო;
- მომხმარებელს შეუძლია ამოირჩიოს, გზავნილის და მასზე პასუხების ჩვენების
სხვადასხვა ფორმა;
- მომხმარებლებს შეუძლიათ ინდივიდუალურ ფორუმებზე გაწევრიანება (შეტყობინებას
მიიღებენ ელ-ფოსტით) ან მასწავლებლებს შეუძლიათ ვალდებულების წესით გააწევრიანონ
კურსის ყველა მონაწილე;
- მასწავლებლებს შეუძლიათ აუკრძალონ მომხმარებლებს ფორუმზე პასუხი (მაგალითად
სიახლეთა ფორუმზე);
- დისკუსიები მარტივად შეიძლება გადანაცვლდეს ერთი ფორუმიდა მეორეზე მასწავლებლის
მიერ;
- მიმაგრებული სურათები იქვე ჩანს;
- თუ გზავნილების რეიტინგებია დაშვებული, ის შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული
თარიღებით.
მოდული ტესტი
- მასწავლებლს შეუძლია შექმნას მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს კითხვებს
მათი სხვადასხვა ტესტებში მრავალჯერადი გამოყენებისთვის;
- იმისთვის რომ ადვილი იყოს კითხვების მოძებნა და გამოქვეყნება, მათი სხვა
კურსებში არებული ტესტებში გამოყენების მიზნით, ისინი ჯგუფდება კატეგორიებად.
- ტესტები ავტომატურად ფასდება (შესაძლებელია ტესტის შედეგების ხელმეორედ
შემოწმება/გადაანგარიშება კითხვების ცვლილების შემთხვევაში);
- ტესტები შეიძლება გახსნილი იყოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომლის
შემდეგაც ისინი დაიხრება და სტუდენტები ვეღარ შეძლებენ მის ჩაბარებას;
- ტესტების ჩაბარების მცდელობა შეიძლება იყოს შეზღუდული ერთით ან განმეორდეს
რამდენჯერმე, მაშინ როცა ყოველ კითხვაზე დასაშვებია შესაბამისი კომენტარი;
- კითხვების პოზიციებით დამახსოვრების თავიდან აცილების მიზნით, შესაძლებელია
კითხვების და პასუხების რიგითობის ავტომატურად ცვლილება შემთხვევითობის პრონციპით;
- კითხვები შეიძლება შეიცავდეს HTML-ტექსტს და სურათებს;
- შესაძლებელია კითხვების და პასუხების ტექსტური ფაილიდან იმპორტი;
- არჩევითი კითხვები, შეიძლება შიცავდეს უშვებდეს ერთ ან რამდენიმე შესაძლო
პასუხს.
- არსებობს რამდენიმე ტიპის კითხვები
- მოკლე პასუხის კითხვები სადაც პასუხია მოკლე ტექსტი ან ფრაზა
- კი/არა ან მცდარია/ჭეშმარიტია კითხვები
- შესაბამისობის მოძებნის კითხვები
- შემთხვევითი კითხვები, რომელიც შემთხვევით ირჩევს კითხვების წინასწარ
განსაზღვრული ნაკრებიდან
- რიცხვითი კითხვები
- კითხვები ჩაშენებული პასუხებით, სადაც კითხვა თვითონ შეიცავს პასუხის
ვარიანტებს
მოდული რესურსი
- მხარდაჭერილია ნებისმიერი ელექტრონული შიგთავსის ფორმატი - Word, Powerpoint,
Flash, Video, Sounds, და ა.შ.
- შესაძლებელია სტატიკური გვერდების და ფაილების სერვერზე ატვირთვა და იქ
მართვა, ან მათი მიმდინარე მფორმების ინფორმაციაზე დაყრდნობით (ტექსტი ან HTML);
- საიტის გარეთ განთავსებული მასალა, შეიძლება მოცემული იყოს ბმულის სახით,
ან ჩაირთოს კურსის ინტერფეისში.
- გარე წებ პროგრამები, შეიძლება ჩაისვას ბმულების სახით, რომელსაც საჭიროების
შემთხვევაში გადაეცემა საჭირო პარამეტრები.
- რესურსთა ტიპები:
- HTML-ტექტი
- ფაილი - ასახავს ნებისმიერ ფაილს, რომელიც თქვენ ატვირთეთ კურსისათვის;
- ვებ-ბმული - ინტერნეტში ვებ გვერდის მისამართი URL-ის სახით
- ვებ-გვერდი - ანალოგიურად ვებ-ბმულისა, იმის გამორიცხვით, რომ რესურსი
იხსნება კურსის სტრუქტურაში (ინტეგრირდება საიტში);
მოდული ანკეტა
- ჩაშენებულმა გამოკვლევებმა (COLLES, ATTLS) აჩვენა, რომ ისინი წარმატებით
შეიძლება იქნან გამოყენებული როგორც ონლაინ კლასების ანალიზის ხელსაწყო;
- ანკეტირების ონლაინ ანგარიშები გრაფიკების ჩათვლით ყოველთვის ხელმისაწვდომია.
მონაცემების გადმოწერა შესაძლებელია როგორც Excel-ის ასევე CSV ფორმატში;
- მოდული ანკეტის ინტერფეისი გამორიცხავს ნაწილობრივად ჩატარებულ გამოკვლევას;
- ანკეტის შევსების შემდეგ სტუდენტს შეუძლია მიიღოს გამოკითხვების საშუალო
საკლასო შედეგები და მისი პასუხების შედარება მათთან.
მოდული სემინარი
- შესაძლებელია კურსის მონაწილეთა მიერ ერთმანეთის დოკუმენტების შეფასება,
მაშინ როცა მასწავლებელს საშუალება ეძლევა შეაფასოს შემფასებელი;
- მხარდაჭერილია შეფასებების შკალის მრავალი შესაძლებელი ტიპი
- მასწავლებელს მაგალითის სახით შეუძლია წარმოადგინოს შეფასების გაკეთების
ნიმუში
- ძალიან მოქნილია და აღჭურვილია ბევრი სხვადასხვა ფუნქციებით;
Moodle-ის დოკუმენტაცია
Version: $Id$