moodle/lang/ka_utf8/docs/philosophy.html
2005-08-21 01:49:10 +00:00

111 lines
15 KiB
HTML

<!DOCTYPE HTML PUBLIC "-//W3C//DTD HTML 4.01 Transitional//EN">
<html>
<head>
<title>Moodle-ის დოკუმენტაცია: ფილოსოფია</title>
<link rel="stylesheet" href="docstyles.css" type="TEXT/CSS" />
<meta http-equiv="Content-Type" content="text/html; charset=utf-8">
</head>
<body>
<h1>ფილოსოფია</h1>
<blockquote>
<p> სისტემა MOODLE-ის პროექტი და მისი მომავალი განვითარება დაფუძნებულია სწავლების
განსაკუთრებულ ფილოსოფიაზე, აზროვნების წესზე, რომელიც მოკლედ შეიძლება იწოდოს
”სოციალური კონსტრუქციული პედაგოგიკა”. (ზოგიერთი მეცნიერი ალბათ უკვე ფიქრობს:
”განათლების მორიგი უაზრობა პრორგარმული უზრუნველყოფის სფეროში” და მოიმარჯვებს
მაუსს სხვა გვერგზე გადასასვლელად, მაგრამ, თუ ბოლომდე წაიკითხავთ ეს შეიძლება
სასარგებლო აღმოჩნდეს ყველა სფეროში.) </p>
<p>ამ გვერდის მიზანია უბრალო ტერმინებით და ზემოთ აღნიშნული ფრაზის უკან მდგომი
ოთხი ძირითადი ცნების გახსნით მოკლედ განვმარტოთ თუ რა არის ”სოციალური კონსტრუქციული
პედაგოგიკა”. გაითვალისწინეთ, რომ ყოველი ცნება გამოხატავს მხოლოდ ერთ აზრს უამრავი
სხვადასხვაგვარი კვლევიდან, და თუ მასზე უკვე გაქვთ წაკითხული, აქ მოცემული შეიძლება
მოგეჩვენოთ არასაკმარისად.</p>
<p>იმ შემთხვევაში თუ ეს ცნებები თქვენთვის ახალია, ადვილი მოსალოდნელია რომ ისინი
თქვენთვის რთული გასაგები აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში გირჩევთ ყურადღებით წაიკითხოთ
ეს დიკუმენტი და ამავე დროს გაიხსენოთ რაიმე ახლის ათვისების საკუთარი გამოცდილება.</p>
<h2>კონსტრუქტივიზმი</h2>
<blockquote>
<p> ეს ცნება ამტკიცებს, რომ ადამიანები აქტიურად აყალიბებენ/ქმნიან ახალ ცოდნას
გარემო სამყაროსთან ურთიერთობის პირობებში. </p>
<p>ყველაფერი, რასაც კითხულობთ, ხედავთ, გესმით, გრძნობთ და ეხებით გადის გამოცდას
თქვენში უკვე არსებული ცოდნით, და თუ ეს თქვენი გონების სამყაროში სიცოცხლისუნარიანი
აღმოჩნდა, ყალიბდება/იქმნება ახალ ცოდნა რომელსაც თქვენ შეიძენთ. ცოდნა გაცილებით
უფრო ღრმავდება, თუ შეძლებთ მის გამოყენებას თქვენს საქმიანობაში. ადამიანი
არ არის მხოლოდ მეხსიერების მოდული რომელიც პასიურად აგროვებს ინფორმაციას,
ამდენად ცოდნის გადაცემა არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ რაიმეს წაკითხვით
ან მოსმენით. </p>
<p>ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ცოდნის მიღება არ შეიძლება წიგნის ან
მაგალითად ვებ გვერდის წაკითხვით ან ლექციის მოსმენით. ეს ცნება უბრალოდ მიუთითებს
იმ გარემოებაზე, რომ ცოდნის ჩამოყალიბებისას/შექმნისას ხდება გაცილებით უფრო
მეტი, ვიდრე უბრალო ინფორმაციის გადაცემა ერთი გონებიდან მაორეში.</p>
</blockquote>
<h2>კონსტრუქციონიზმი</h2>
<blockquote>
<p> ეს ცნება ამტკიცებს, რომ სწავლა განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა მოსწავლე/სტუდენტი
ცდილობს შექმნას რაიმე, ამ ცოდნის სხვებისთვის გადასაცემად. ეს შეიძლება იყოს
ნებისმიერი რამ, ჩამოყალიბებული წინადადება, ინტერნეტ მესიჯი/პოსტინგი, ან
უფრო რთული, მაგ. ნახატი, პროგრამული პროდუქტი, მოხსენება და ა.შ.</p>
<p>მაგალითად თქვენ შიძლება რამოდენიმეჯერ წაიკითხოთ ეს დოკუმენტი და ხვალ მაინც
დაგავიწყდეთ - მაგრამ თუ თქვენ შეეცდებით ამ დოკუმენტის შინაარსი თქვენი სიტყვებით
აუხსნათ ვინმეს, ან გააკეთოთ პრეზენტაცია, მე შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ
თქვენ თვითონ უფრო ღრმად გაიგებთ აქ მოცემულ იდეებს. ზუსტად ამიტომ აკეთებს
ხალხი ჩანაწერებს ლექციებზე მიუხედავად იმისა რომ ეს ჩანაწერები შეიძლება არასდროს
აღარ გამოიყენონ.</p>
</blockquote>
<h2>სოციალური კონსტრუქციონიზმი</h2>
<blockquote>
<p> ეს ცნება განავრცობს ზემოდ აღნიშნულ იდეებს ცოსიალურ ჯგუფში, რომლის წევრებიც
ერთმანეთთან თამამშრომლობით ქმნიან საერთო არტეფაქტების მცირე სამყაროს, მოღვაწეობის
შედეგებს, რომლებსაც საერთო მნიშვნელობა აქვთ. როდესაც ვინმე ხდება ასეთი კულტურის
წევრი, იგი იმყოფება სწავლების განუწყვეტლივ პროცესში, წარმოადგენს რა ამავე
დროს სხვადასხვა დონეზე ამ კულტურის ნაწილს.</p>
<p>ძალიან უბრალო მაგალითი შეიძლება იყოს ”ჭიქა”. ეს საგანი შეიძლება ბევრი რამისთვის
გამოვიყენოთ, მაგრამ მისი ფორმა გვაწვდის გარკვეულ ინფორმაციას სითხის შენახვაზე.
უფრო რთული მაგალითი შეიძლება იყოს ონლაინ კურსი. აქ არა მარტო პროგრამული
პროდუქტის ”ფორმა” მიუთითებს იმაზე თუ როგორ უნდა იმუშაოს ასეთმა კურსმა, არამედ
კურსის შიგნით შესრულებული ტექსტები და სამუშაოები საერთო ჯამში განაპირობებს
ამ ჯგუფში ყოველი მისი წევრის მოქმედებებს. </p>
</blockquote>
<h2>დაკავშირებული და დამოუკიდებელი</h2>
<blockquote>
<p> ეს ცნება ღრმად განიხილავს სხვადასხვა პიროვნებების დისკუსიის პროცესში ქცევის
მოტივებს.</p>
<ul>
<li> დამოუკიდებელია ქცევა როცა დისკუსიის პროცესში პიროვნება ცდილობს დარჩეს
ობიექტური, იმოქმედოს ფაქტებზე დაყრდნობით და ცდილობს დაიცვას თავისი იდეები
ლოგიკით და სხვის მსჯელობაში სუსტი წერტილების მონახვით.</li>
<li> დაკავშირებული ქცევა ითვალისწინებს უფრო ემოციურ მიდგომას, რომელიც უშვებს
სუბიექტურობას, ამასთან სხვისი აზრის გასაგებად პიროვნება ცდილობს მოუსმინოს
და დასვას კითხვები.</li>
<li> კონსტრუირებულია ქცევა, რომელიც იყენებს ორივე ზემოდ აღნიშნულ ქცევას
და შეუძლია აირჩიოს ის, რომელიც ყველაზე ხელსაყრელია მოცემული სიტუაციისთვის.</li>
</ul>
<p>საერთოდ დაკავშირებული ქცევის სასწავლო გარემოში ჯანსაღი რაოდენობით გამოყენება
არის ძალიან მძლავრი სტიმული სწავლისთვის. ის არა მარტო აახლოებს ადამიანებს,
არამედ ხელს უწყობს უფრო ღრმა აზროვნების ჩამოყალიბებას და არსებული მოსაზრებების
გადახედვას.</p>
</blockquote>
<hr>
ზემოდ აღნიშნული საკითხებზე ფიქრი დაგეხმარებათ იმ გამოცდილებაზე ფოკუსირებაში,
რომელიც სასწავლო პროცესში მოსწავლის აზრით იქნება სასარგებლო და არა იმ პუბლიკაციებზე
და ინფორმაციის შეფასებაზე, რომელიც მათ უნდა აითვისონ თქვენი აზრით. ეს აგრეთვე
დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ როგორ შეიძლება კურსის მონაწილე იყოს ერთდროულად
მასწავლებელიც და მოსწავლეც. როგორც მასწავლებელი თქვენ აღარ იქნებით ”ცოდნის წყარო”
და გადაიქცევით კლასის/კურსის კულტურის ”როლურ მოდელად”. ამავე დროს თქვენ შეძლებთ
იმუშაოთ მოსწავლეებთან პერსონალურად მათი მოთხოვნილებების შესაბამისად, მოახდინოთ
დისკუსიების მოდერირება ისეთნაირად, რომ საერთო ჯამში მოსწავლეების ძალისხმევა
მიმართოთ ჯგუფის სასწავლო მიზნების მისაღწევად.
<p>ცხადია MOODLE თავს არ გახვევთ ქცევის ასეთ მეთოდს, მაგრამ ეს გახლავთ მისი
სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის და ხელშეწყობის საუკეთესო მხარე. მომავალში,
MOODLE-ის ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას და გაფართოებასთან ერთად მისი
პედაგოგიური უზრუნველყოფის სრულყოფა იქნება სისტემის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი
მიმართულება </p>
<p>&nbsp; </p>
</blockquote>
<hr />
<p align="center"><font size="1"><a href="." target="_top">Moodle-ის დოკუმენტაცია</a></font></p>
<p align="center"><font size="1">Version: $Id$</font></p>
</body>
</html>